ახალი ამბები

პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 84–ე ადგილს იკავებს

12 თებერვალი, 2014 •
პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 84–ე ადგილს იკავებს

 

საქართველომ წინა წლის მონაცემებთან შედარებით მდგომარეობა 17 პოზიციით გაიუმჯობესა:

 

“საქართველოში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ნაკლებად დაძაბული იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, როდესაც სიძულვილისა და ფიზიკური თავდასხმების კამპანია აღინიშნებოდა ჟურნალისტების წინააღმდეგ”, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

 

საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის მიხედვით, მედიის თავისუფლების კუთხით საუკეთესო სიტუაცია ფინეთშია, მეორე ადგილზე ჰოლანდიაა, მესამეზე – ნორვეგია, მეთხეზე – ლუქსემბურგი, ხოლო მეხუთეზე – ანდორა. ამერიკის შეერთებული შტატები 46–ე ადგილს იკავებს, რუსეთი – 148-ე ადგილზეა, სომხეთი – 78-ე ადგილზე, ხოლო აზერბაიჯანი – 160–ე ადგილზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი