“ჩემთვის, როგორც მთავრობის მეთაურისა და გუნდის ლიდერისთვის, რომლის მთავარი ამოცანა იყო და არის გუნდურობის სიმტკიცე, ერთიანობა და კოლეგიალობა, აბსოლუტურად მიუღებელია ის ფაქტი, რომ… ქალბატონ მარინე მიზანდარს მე დიდ პატივს ცვემ, ის თავისი საქმის პროფესიონალი და კარგი სპეციალისტია, მაგრამ ჩემთვის აბსოლუტუად მიუღებელია, როდესაც ქალბატონი მარინე საკუთარ მინისტრს აკრიტიკებს. მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ეხება კულტურის თუ ნებისმიერ სხვა სამინისტროს. ეს უკვე არ ჯდება ჩვენ მიერ წარმოებულ პოლიტიკაში. ეს არღვევს გუნდურობას და, სამწუხაროდ, სცდება დაწერილ თუ დაუწერელ კანონებს. არ შეიძლება იყო მინისტრის მოადგილე და საჯაროდ აკრიტიკებდე მინისტრს. ეს ნიშნავს, რომ დიდი შეუთავსებლობა არსებობს ამ ორ ადამაინს შორის. მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს, თუ ხარ მოადგილე და არ მოგწონს შენი ხელმძღვანელი, უბრალოდ, უნდა წახვიდე. არ არის აუცილებელი მინისტრმა გაგიშვას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ მისი ინფორმაციით, მიზნდარსა და ოდიშარიას შორის დაპირისპირება უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება.




