“პირველ რიგში, ეს უნდა იყოს ნორმლაური, კონსტრუქციული, ჯანსაღი კრიტიკის მატარებელი… ობიექტურად უნდა აკრიტიკოს მთავრობა, ასევე ობიექტურად აკონტროლოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ან მთავრობის მიერ წარმოებული პოლიტიკა. განსხვავებით ე.წ. ჩვენი ოპონენტებისაგან, მე ვგულისხმობ ნაციონლაურ მოძრაობას, რომლებიც შემთხვევით აღმოჩნდნენ მაგ პარლამენტში და გასაგებია როგორც აღმოჩნდნენ. მათ მიერ წარმოთქმული კრიტიკა არავითარ ფარგლებში არ ჯდება”, – განაცხადა პრემიერმა.
მან ნაცმოძრაობას რადიკალები უწოდა და თქვა, რომ ისინი საკუთარი ქვეყნის მიმართ საბოტაჟს ეწევიან და ქვეყნის მიმართ სიყვარული არ აქვთ:
“საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ, რაც მიუღებელია”.




