მან არ დააკონკრეტა, თუ ვისთან ჰქონდა სააკაშვილის საკითხზე საუბრი და ვინ უწოდა ექს–პრეზიდენტს იმედგაცრუება:
“ერთ რაღაცას გეტყვით გულახდილად. შეიძლება ეს საიდუმლო იყოს, მაგრამ არაუშავს, ჯობია გავამხილო. ყველა მათი შეფსებით მიხეილ სააკაშვილი არის მათი პირადი იმედგაცრუება. ზოგადად გეუბნებით, რომ ასეთი განწყობა არის ევროპასა და ამერიკაში, ასევე ,ზოგადად ბიზნესწრეებში, რომ ეს არის მათი, ყველას იმედგაცრუება”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ სააკაშვილი ძალიან კომიკური პერსონაჟი გახდა.
“თუნდაც მიუნხენი ავიღოთ: ადამიანს, რომელიც არ არის დაპატიჟებული [უსაფრთხოების კონფერენციაზე], რატომ უნდა გაუჩნდეს სურვილი, რომ ჩავიდეს იქ, იქირაოს ოთახი ერთი ღამით ზუსტად იმ სასტუმროში, რათა დაბლა ჩავიდეს, ნახოს ქართველი ჟურნალისტები და მისცეს კომენტარი იმ განწყობის შესაქმნელად, თითქოს მიპატიჟებული იყო. ის არ შეუშვეს… მას არავინ აღარ სცნობს. როცა პრეზიდენტი იყო, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვასაც აღარ აძლევდნენ”.




