ახალი ამბები

პრემიერი: სუბარმა პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი სამოთხედ გადაუქცია

11 თებერვალი, 2014 •
პრემიერი: სუბარმა პატიმრებს პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი სამოთხედ გადაუქცია

მან არ დააკონკრეტა, ვინ შეიძლება იდგეს ამ ყველაფრის უკან და თქვა, რომ საუბარია რამდენიმე ოდიოზურ პიროვნებაზე:

 

“ეს უნდა იყოს გამოძიებული და ყველა ის პირი, ვინც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს აწყობს ხელოვნურად, უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული”.

 

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ პატიმრებმა ასეთი რადიკალური ზომები გამოიყენეს, რადგან თვითდაზიანების საჭიროება უბრალოდ არ არსებობს.

 

“უპრეცედენტო ამნისტიის შედეგად ჩვენ 15 ათასზე მეტი პატიმარი გავათავისუფლეთ. ვინც საპატიმროებში დარჩა, ამ ადამიანებმა სასჯელი უნდა მოიხადონ. მათ უნდა ახსოვდეთ ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დამთავარდა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამებას დაესვა წერტილი. არც ერთი ფაქტი წამების და არაადამიანური მოპყრობის საპატიმრობეში, არ დაფიქსირებულა. თუ რაღაც ცემას ჰქონდა ადგილი ან ძალის გადამეტებას, ეს ფაქტი დაუყვნებლივ გამოიძიებულ იქნა. აქედან გამომდინარე, როგორც მინიმუმ ეს არის ძალიან დიდი უმადურობა და უსამართლობა ამ პატიმრების მხრიდან გამოხატული ხელისუფლების მისამართით. ის ადმაიანები კი, რომლებიც მსგავსი ტიპის პროვოკაციებს ხელს უწყობენ, ძალიან უსამართლოები არიან”, – განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ სოზარ სუბარი ზრუნავს ყველა პატიმარზე:

 

“რადიკალურად შეცვალა მან პატიმრების ყოფა, მათი საცხოვრებელი პირობები თუ კვება. პირდაპირი მნიშვნელობით ჯოჯოხეთი გადაუქცია სამოთხედ. ეს არის შეფასებები, რომელსაც თვითონ პატიმრები აკეთებენ. ამის შემდეგ ასეთი ტიპის პროვოკაციების მოწყობა არის ძალიან ცუდი საქციელი. მე მინდა მათი ყველას გასაგონად ვთქვა, რომ არსებობს კანონი და არსებობს წესი: კეთილი ინებონ და ყველა დაემორჩილოს კანონს და წესს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი