“ასეთი ტიპის კონტაქტები და სპორტში თანამონაწილეობა, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას. სპორტი არის აბსოლუტურად დეპოლიტიზებული. არ შეიძლება სპორტი ასოცირებული იყოს პოლიტიკასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემა: ოკუპირებული ტერიტორიები და ეს ოლიმპიადა ჩვენს ტერიტორიასთან ახლს ტარდება. ბუნერბივია, ეს იყო სენსიტიური და მძიმე საკითხი, მაგრამ ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ [საქართველოს ნაკრების ოლიმპიადაში მოანწილეობა]”, – განაცხადა ღარიბაშვილმა ტელეკომპანია “იმედისთვის” მიცემულ ინტერვიუში.




