“ჩვენ რუსეთ–საქართველოს ურთიერთობაში ძალიან კონსტრუქციული ნაბიჯები გადავდგით. ეს ჩვენი ახალი მიდგომა და კონსტრუქციული პოლიტიკა საერთაშორისო არენაზე მოიწონეს. თუ მეკითხებით მზაობაზე, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურს, მე გიდასტურებთ, რომ მე ეს მზაობა მაქვს, რომ შედგეს ასეთი პირდაპირი დიალოგი. გვაქვს ასეთი განწყობა გუნდში, რომ მოხდეს ასეთი პირდაპირი დიალოგი და საუბარი რუსეთის ხელმძღვანელობასთან. რა ფორმატის იქნება ეს შეხვედრა, როდის ან სად – ასეთ დეტალებზე მე ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი… უბრალოდ, მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი მზაობა ჩვენც გვაქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ჩვენ გვაქვს დიდი პრობლემა, გადაუჭრელი პრობლემა. ასეთ შეხვედრას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება: დაგეგმვა და ასე შემდეგ. ასეთი ტიპის შეხვედრა ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, პირველ რიგში, ჩვენი ხალხისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.




