ახალი ამბები

ალასანია: ყოველთვის შევიდეთ დიალოგში რუსეთთან, თუ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება

11 თებერვალი, 2014 •
ალასანია: ყოველთვის შევიდეთ დიალოგში რუსეთთან, თუ ამას კონკრეტული შედეგი მოჰყვება

 

“უშუალოდ მისი [პუტინის] ბრძანებით იბომბებოდა ქართული ქალაქები, ეს არის მწარე რეალობა, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ მემკვიდრეობით მიიღო, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო კი არ გავაღრმავოთ ეს კონფლიქტი, არამედ ვეძებოთ გამოსავალი. მე, როგორც ადამიანი, რომელსაც მიმიღია მოანაწილეობა მოლაპარაკებებში, მათ შორის აფხაზებთან, ვარ იმ აზრის მხარეს, რომ დიალოგის არარსებობას დიალოგი სჯობია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეს შეხვედრა ჩათვლილი საჭიროდ, თუკი შესაძლებელია, რომ ამას მოჰყვეს ის დიალოგი, რომელიც მიგვიყვანს დეოკუპაციამდე. ჩვენი ამოცანაა, ყოველთვის შევიდეთ დიალოგში რუსეთის მხარესთან იმ შემთხვევაში, თუ ამას კონკრეტული შედეგი შეიძლება მოჰყვეს. თუ ეს შეხვედრა მოემსახურება ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების მიღწევას, მაშინ ჩვენ განვიხილავთ ასეთ შესაძლებლობას”, – განაცხადა ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი