ახალი ამბები

ანონსი – 12 თებერვალი

11 თებერვალი, 2014 •
ანონსი – 12 თებერვალი

 

11:00 – არასამთავრობო ორგანიზაცია “აპრიორი” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქციას მართავს.

 

11:00 – საგარეო საქმეთა სამინისტროში 2013 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება. 

 

11:00 – იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“ 4 ყოფილი პატიმარი დასაქმდა. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მათ ამ წარმატებას მიულოცავს. მისამართი: თბილისის იუსტიის სახლი,სანაპიროს №2

 

11:00 – საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართება. თემა: თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 

11:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში ლევან გაბუნია საქართველოს მთავარ პროკურორს მიმართავს, გაბუნია შვილის მკვლელების და მათი მფარველი თანამდებობის პირების დასჯას მოითხოვს. 

 

11:30 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი გამართავს.

 

12:00 – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება პაატა ბურჭულაძის იუბილე.

 

12:00 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სამინისტროში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: “მინისტრის პირველი მოადგილე წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს, თუ როგორ ხორციელდებოდა ინფრასტრუქტურული პროექტები წინა ხელისუფლების დროს”.

 

12:00 – სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორიას ,,Quality Lab”-ს გახსნის.  მისამართი: წერეთლის გამზ. 95ა მძლეოსნობის ფედერაციის შენობა (ყოფილი მანეჟი)

 

13:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას დეპუტატი გია ვოლსკი გამართავს.

 

14:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პრესკონფერენციას მაია ორჯონიკიძე და გია თორთლაძე ბოლო დროს აგორებულ კამპანიასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

 

17:00 – საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. თემა: თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.

 

19.00 – ალ.გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება თეატრ-სტუდია „ზოლოტოე კრილცოს“ სპექტაკლის ”სარკე” პრემიერა. სპექტაკლი საქველმოქმედოა და მას დაესწრებიან ბავშვები სხვადასხვა სკოლებიდან და ბავშვთა სახლებიდან.

 

19.00 – მწერალთა სახლში თენგიზ მირზაშვილის გახსენების ღონისძიება გაიმართება. მაჩაბლის 13.

მასალების გადაბეჭდვის წესი