ახალი ამბები

სამინისტრო: ქსანში პატიმრისთვის 3 მობილური ტელეფონის გადაცემას ცდილობდნენ

11 თებერვალი, 2014 •
სამინისტრო: ქსანში პატიმრისთვის 3 მობილური ტელეფონის გადაცემას ცდილობდნენ

 

“2014 წლის 9 თებერვალს ვ.ჯ.-ს, საქართველოს სსკ-ის 378 მუხლის პირველი ნაწილით, აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის აკრძალული საგნის გადაცემის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარედგინა. გამოძიების თანახმად, 2014 წლის 8 თებერვალს ვ.ჯ. მეგობრებთან, გ.ც. მ.წ. და დ.თ.-სთან ერთად ავტომანქანით მივიდა დაბა ქსანში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N15-ე დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე. ბრალდებული მეგობრებთან ერთად დაწესებულების კედელს მიუახლოვდა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის გადაცემის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე გადააგდო აკრძალული საგნები – სამი მობილური ტელეფონი, რომლებიც შემდგომში დაწესებულების თანამშრომლებმა ამოიღეს. აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული, სასჯელის სახით, სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი