ახალი ამბები

თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდა

11 თებერვალი, 2014 • • 975
თბილისის უბნების ნაწილს წყალმომარაგება დროებით შეუწყდა

კომპანიის ცნობით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 900 მილიმეტრიან მაგისტრალურ წყალდენზე მომხდარი დაზიანებების სალიკვიდაციოდ გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს ატარებს.

 

“მაგისტრალის დაზიანებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა:  ცოტნე დადიანის გამზირს, თემქის XI მ/რაიონის I, II, IV, IX, X, Xა კვარტლებს და III მ/რაიონის I კვარტალს, გურამიშვილის, სარაჯიშვილის, ფეიქრების, ვარდევანის, ქვიშხეთის, ხევისუბნის, ზესტაფონის, ჭყონდიდელის, ბენდელიანის, მახინჯაურის, თორნიკე ერისთავის, წინუბნის, ცისარტყელასა და მიმდებარე ქუჩებს. 12 თებერვლის დილის 06:00 საათამდე წყალი დაბალი წნევით მიეწოდება:  წერეთლისა და დავით აღმაშენებლის გამზირებს, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, სტანისლავსკის, ბაქრაძის, ვანის, ხოშარაულის, გუდაურის, კედიას, ევდოშვილის, ვ. ბაგრატიონის, ბათუმის, ფოთის, ფიფიას, ცაბაძის, ქურდიანის, იამანიძის, უზნაძის, კვინიტაძის, დგებუაძის, ხეთაგუროვისა და მიმდებარე ქუჩებს. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს იხდის დისკომფორტისთვის და შეეცდება ტექნიკური სამუშაოების ჩატარება რაც შეიძლება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი