ახალი ამბები

გენერალი კნუდ ბარტელსი: ვიცით, საქართველომ რა მსხვერპლიც გაიღო და ამას ღირსეულად ვაფასებთ (ფოტო)

11 თებერვალი, 2014 • • 1208
გენერალი კნუდ ბარტელსი: ვიცით, საქართველომ რა მსხვერპლიც გაიღო და ამას ღირსეულად ვაფასებთ (ფოტო)

“ჩვენ პატივი მივაგეთ როგორც საქართველოს დაღუპულ გმირებს, ასევე იმ გმირებს, რომლებიც დაეცნენ საერთაშორისო ოპერაციებში მშვიდობისთვის ბრძოლაში. ეს არის გამოხატულება იმ პატივისცემისა, რომელსაც ქართველი მებრძოლები იმსახურებენ”, – განაცხადა კაპანაძემ.

ცერემონიის შემდეგ კომენტარი გააკეთა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა კნუდ ბარტელსმა:

“დღეს ნატოს სამხედრო კომიტეტის სახელით პატივი მივაგეთ საქართველოს დაღუპულ ჯარისკაცებს ნატოს ოპერაციებში. ნატო მადლიერების გრძნობით აღნიშნავს  საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხში.

საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები კვლავ მზად არიან შეიტანონ თავიანთი წვლილი და მსხვერპლიც გაიღონ სამშვიდობო ოპერაციებში. ჩვენ ვიცით, საქართველომ რა მსხვერპლი გაიღო: ეს არის 29 დაღუპული და 250 დაჭრილი – ამას ღირსეულად ვაფასებთ. 

ჩვენი დღევანდელი ვიზიტი შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც ნატოს უღმრესი მადლიერების ნიშანი თქვენი მხარდაჭერისა და წვლილისთვის ალიანსის ოპერაციებში. ჩვენი სამხედრო კავშირები ძალიან ღრმაა. მე ველი იმ დისკუსიებს, რომელიც გაიმართება ხვალ”, – განაცხადა ბარტელსმა.

გენერალი ბარტელსი
გენერალი ბარტელსი


მასალების გადაბეჭდვის წესი