ახალი ამბები

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

11 თებერვალი, 2014 • • 897
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შსს-ს ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში მცხოვრები აზერბაიჯანის მოქალაქე, ალექსანდრე ლ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

 

გამოძიების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 17,3596 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და 102, 7503 გრამი ოპიუმი ამოიღეს. შსს-ს ცნობით, დაკავებული თავს დამნაშავედ აღიარებს. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო-შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით, მიმდინარეობს. სასჯელი 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი