ახალი ამბები

თეა წულუკიანი თომას ჰამარბერგს შეხვდა

11 თებერვალი, 2014 • • 890
თეა წულუკიანი თომას ჰამარბერგს შეხვდა

მინისტრის განცხადებით, საქართველოს კანონმდებლობა უნდა დაიხვეწოს და ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდეს, აქედან გამომდინარე თომას ჰამარბერგის რჩევები  უმნიშვნელოვანესია  მთავრობისათვის და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე:

„ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს რჩევა დაგვეხმარება იმ რეფორმების წარმატებით განხორციელებაში, რომლებიც ამ ხელშეკრულების ხელმოწერისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ვისაუბრეთ ადამიანის უფლებათა დაცვის იმ სტრატეგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს როგორც სახელმძღვანელო. დიდი იმედი მაქვს, რომ  მას ერთხმად  დაამტკიცებს პარლამენტი და  საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას. უნდა დაიხვეწოს საქართველოს კანონმდებლობა ისე, რომ ის შეესაბამებოდეს ევროპულ სტანდარტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანის უფლებები უნდა იყოს მთავრობისა და ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი სხვა დანარჩენ პრიორიტეტებთან ერთად, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ჯანდაცვა“, − განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი