ახალი ამბები

ზურაბ აბაშიძის თქმით, პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრა გამორიცხული არ არის

11 თებერვალი, 2014 • • 964
ზურაბ აბაშიძის თქმით, პუტინის და მარგველაშვილის შეხვედრა გამორიცხული არ არის

ამ განცხადებით აბაშიძემ უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას, ხომ არ დაწყებულა რაიმე სახის მოლაპარაკებები პუტინისა და მარგველაშვილის შესაძლო შეხვედრის თაობაზე რუს კოლეგა გრიგორი კარასინთან:

 

“მე ზოგადად გეტყვით მხოლოდ იმიტომ, რომ ამის დაკონკრეტება ჯერ წარმოუდგენელია, რომ პრინციპში ასეთი შეხვედრა გამორიცხული არ არის, მაგრამ ის ძალიან სერიოზულ მომზადებას საჭირობეს… მხედველობაში მაქვს ის პრობლემები, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჯერჯეორბით ამაზე მეტს ვერაფერს ვიტყვით, რადგან ყველაფერი ფანტაზია იქნება”, – განაცხადა აბაშიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი