ახალი ამბები

პრემიერის ინიციატივით თბილისში ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნება

11 თებერვალი, 2014 • • 1500
პრემიერის ინიციატივით თბილისში ქართული ღვინის მუზეუმი გაიხსნება

“შეუძლებელია, რომ ამხელა ტრადიციების ქვეყანაში არ იყოს ადგილი, სადაც ქართული ღვინის მთელი ისტორია იქნება წარმოჩენილი. მიმაჩნია, რომ ეს უბრალოდ ჩვენი სირცხვილია. სწორედ ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ ინიციატივა, რომ თბილისში შეიქმნას ღვინის მუზეუმი. ეს უნდა გახდეს ერთგვარი ცენტრი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ქართული ღვინის მთელი ისტორია. მე მჯერა, რომ ამ მუზეუმს არ მოაკლდება არც ქართველი და არც უცხოელი მნახველი. მე მინდა ვთხოვო ღვინის სააგენტოს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს მუშაობა მუზეუმის პროექტზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

მისივე ინიციატივაა, რომ დაარსდეს ქართული ღვინის დღე, რომელიც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას აღინიშნება.

 

“ეს ახალი ინიციატივები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ქართული ღვინო თავის კუთვნილ და ღირსეულ ადგილს დაიკავებს”, – ეს განცხადებები ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გააკეთა, სადაც ღვინის ეროვნულმა სააგენტომ “ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის” პრეზენტაცია გამართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი