ახალი ამბები

მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტიდან გამოითხოვა

11 თებერვალი, 2014 • • 1226
მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტიდან გამოითხოვა

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, არსებობს სხვა ცვლილებებიც, რაც კანონპროექტს დაემატება და მისი ინიცირება თავიდან მოხდება:

 

“ამ კანონის გამოთხოვა მოხდა რამდენიმე მიზეზის გამო, პირველად, როდესაც ჩვენ ეს კანონი წარვადგინეთ პარლამენტში, ჩვენ ვითხოვეთ დაჩქარებული წესით განხილვა, რაც ვერ მოხერხდა, რადგან ძალიან ცოტა სასესიო პერიოდი იყო დარჩენილი. შესაბამისად, ამან ჩვენ მოგვცა იმის საშუალება, რომ თუ კიდევ რაიმე გვაქვს დაგეგმილი კანონში შესატანად, შევიტანოთ და გეგმიურად იყოს განხილული. ამიტომ კანონი გამოვითხოვეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამაში შევიყვანოთ ზოგადი განათლების ნაწილში კიდევ რა ცვლილებებიც იგეგმება: ასაკთან დაკავშირებით, კლასში ბავშვების რაოდენობასთან დაკავშირებით და კიდევ სხვადასხვა კომპონენტები, რომელიც გვინდა, რომ ერთად ავსახოთ კანონში”, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.

 

მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში არ დაგვიანდება:

 

“ჩვეულებრივად, გეგმაზომიერად, როგორც იყო დაგეგმილი, რომ მარტში დაიწყებოდა განხილვა, ამ პერიოდისათვის კანონი უკვე იქნება პარლამენტში შესული”, – განაცხადა მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი