Interviewsახალი ამბები

ქუმსიშვილი და ალავიძე ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

17 ივლისი, 2018 • 3202
ქუმსიშვილი და ალავიძე ბიუჯეტის გაფლანგვის საქმეზე პროკურატურაში გამოკითხეს

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრები, დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე თანხების გაფლანგვის ფაქტზე გამოკითხეს.

პროკურატურიდან “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში მიმდინარეობს გამოძიება კონკრეტულ მოხელეთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლით.

მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე. გიდასტურებთ, რომ ხსენებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში საქართველოს მთავარ პროკურატურაში გამოიკითხნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება და შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას”, – განგვიცხადეს პროკურატურიდან.

დიმიტრი ქუმსიშვილმა თანამდებობა 2018 წლის 13 ივნისს დატოვა, როდესაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ზურაბ ალავიძემ თანამდებობა 2018 წლის 30 მარტს დატოვა თანამდებობა. იგი მაია ცქიტიშვილმა ჩაანაცვლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი