ახალი ამბები

პოლიციელთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

11 თებერვალი, 2014 • • 1107
პოლიციელთათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

“დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით აქვთ წარდგენილი”, – აღნიშნავენ შსს–ში.

 

ზემოხსენებული მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში ამგვარადაა განმარტებული: წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ:

 

“1. პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით,- ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი