ახალი ამბები

ღარიბაშვილმა მიზანდარი გაათავისუფლა

11 თებერვალი, 2014 • • 1116
ღარიბაშვილმა მიზანდარი გაათავისუფლა

კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით. 

 

კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია ამბობს, რომ მისი მოადგილე მარინე მიზანდარი თვითნებურად მოქმედებდა და მის გადაწყვეტილებებს არ იზიარებდა. ოდიშარიას განმარტებით, კულტურის სამინისტრო, როგორც ერთი გუნდი, ისე მუშაობს, ხოლო მარინე მიზანდარი გუნდური მუშაობის პრინციპს არ იზიარებდა. 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიზანდარის დათხოვნის საფუძვლად მიუთითა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 99-ე მუხლის მესამე პუნქტი, რაც გულისხმობს გათავისუფლებას დისციპლინური გადაცდომისათვის, კერძოდ, “მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.”

 

პრემიერ-მინიტრმა კულტურის მინისტრის მოთხოვნა დღეს დააკმაყოფილა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი