ახალი ამბები

კალაძის აზრით, პუტინს არა მხოლოდ მარგველაშვილი, არამედ ღარიბაშვილიც უნდა შეხვდეს

11 თებერვალი, 2014 • • 1123
კალაძის აზრით, პუტინს არა მხოლოდ მარგველაშვილი, არამედ ღარიბაშვილიც უნდა შეხვდეს

“ვფიქრობ, შეხვედრა უნდა შედგეს არა მარტო პრეზიდენტთან, არამედ პრემიერ–მინისტრთანაც, თუმცა ამისთვის ჯერ მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული სამუშაოები შედგეს, რადგან ჯერ დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ გვაქვს, მაგრამ დიალოგი უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ ურთიერთობები დავარეგულიროთ”, – განაცხადა კალაძემ.

 

მან პრესკონფერენციაზე საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების დარეგულირების პერსპექტივაზე ისაუბრა:

 

“პუტინის განცხადებას რაც შეხება, ძალიან საინტერესო განცხადება იქნა გაკეთებული მისი მხრიდან. ჩვენი მთავრობის ხედვა არის ის, რომ მთავარია შედგეს დიალოგი. ჩვენ ვართ კონსტრუქციულები. ჩვენ უარი ვთქვით პოპულისტურ დემარშებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა ახორციელდება და რა მივიღეთ ამისგან 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ: აღშფოთებული, შეშფოთებული ევროპა და დაკარგული ტერიტორიები. ევროპისკენ მისწრაფების პარალელურად, ჩვენთვის მნისვენლოვანია, რომ დავალაგოთ ურთიერთობები რუსეთთან. ამისთვის მნიშვენლოვანია, რომ მთავრობამ, ქვეყანამ შეიცვალოს ის დამოკიდბეულება, რაც წლების წინ იყო და მნიშვენლოვანია კონსტრუქციულობა. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებით მივაღწევთ წარმატებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება არ არის იოლი და ეს ცოტა გრძელვადიან პერსპექტივად მიმაჩნია”, – აღნიშნა ვიცე–პრემიერმა.

 

გუშინ, 10 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა სოჭში ქართული მედიასაშუალებების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი მოისურვებს, იგი მარგველაშვილს შეხვდება. მანამდე ამის თაობაზე განცხადება პუტინის პრესმდივანმაც გააკეთა. მარგველაშვილის თქმით კი, ქართული მხარე პუტინის რეპლიკას შეისწავლის

მასალების გადაბეჭდვის წესი