ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დაკავებულია

11 თებერვალი, 2014 • • 1583
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს უფროსი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს, თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ქავთარაძე, შპს “ტომატოს” დირექტორი ალექსანდრე ილაშვილი, ამავე შპს-ს ბიზნესპარტნიორი ალესანდრე რობაქიძე და ადალეთ ბაირამოვი დააკავეს. 

 

გამოძების ინფორმაციით, დავით ქავთარაძე სამსახურებრივ უფლებამოსილებას ბოროტად იყენებდა და უპირატესობას შპს „ტომატოს“ წარმომადგენლებს, ალექსანდრე რობაქიძესა და ალექსანდრე ილაშვილს ანიჭებდა. იგი შპს „ტომატოს“ საექსპორტოდ გასატან ტვირთებზე ფიტოსანიტარიულ სერტიფიკატებს ყოველგვარი შემოწმებისა და დათვალიერების გარეშე გასცემდა. დავით ქავთარაძე სანაცვლოდ შპს „ტომატოს“ წარმომადგენლებისგან გარკვეულ თანხას იღებდა.

 

შსს-ს ცნობით, შპს “ტომატოს” წარმომადგენლები ადალეთ ბაირამოვთან წინასწარი შეათანხმებით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტისათვის წარმოშობის ქვეყნის შეცვლის მიზნით, აყალბებდნენ ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტებს, რის შემდეგაც აღნიშნულ დოკუმენტაციას  საბაჟო ორგანოებში წარადგენდნენ.

 

გამოძება დავით ქავთარაძის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. რაც ითვალისწინებს თავისუფლებისაღკვეთას ვადით 3 წლამდე),

 

ალექსანდრე ილაშვილის, ალესანდრე რობაქიძის და ადალეთ ბაირამოვის მიმართ გამოძება ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით,რაც თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან 7 წლამდე ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი