ახალი ამბები

ანონსი: 11 თებერვალი

10 თებერვალი, 2014 • • 1437
ანონსი: 11 თებერვალი

11:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე კახა კოჟორიძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: გეგუთის ციხეში განვითარებული მოვლენები

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრესკონფერენციას გამართავს

თემა: სოჭის ოლიმპიადა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

12:00 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე პროექტის „საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან მორიგი შეხვედრას გამართავს და იმ პროექტებს გააცნობს, რომელიც ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით 2013 წელს განხორციელდა.

მისამართი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მისამართი: უზნაძის #52

 

12:00 ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – თბილისელები“ თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე ქ. თბილისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკრებულოში ბრიფინგს გამართავს.

12:00 იუსტიციის სამინისტროში პირადობის  ახალ მოწმობებს ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები უფასოდ მიიღებენ, ახალ პირადობის მოწმობებს ვეტერანებს პირადად იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გადასცემს.

მისამართი: გორგასლის 24 ა, იუსტიციის სამინისტრო

 

12:30 პრაიმტაიმის პრესკლუბში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია პრესკონფერენციას გამართავს

თემა: სოჭის ოლიმპიადა

 

13:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს

13:00  ღვინის ეროვნული სააგენტო  ,,ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევის პროექტის პრეზენტაციას გამართავს, რომელსაც დაესწრებიან  საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,

მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმი, რუსთაველის გამზირი, #3

13:00 გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე ეწვევა.

თემა: გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომრის – 112-ის დღის აღნიშვნა

 

13:00 საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება „ლაზარე“ მართავს კონფერენციას თემაზე: ევრაზიული კავშირი და მოსალოდნელი საფრთხეების ანალიზი

მისამართი: “ქორთიარდ მარიოტი”, თავისუფლების მოედანი # 4

 

14:00 ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და გარდაცვლილის ოჯახთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.

მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი. მესამე დარბაზი.

14:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში შავლეგ გეგეჭკორი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: რა პრობლემები ექმნება 2014 წელს ოპერის გახსნას?!

14:00 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

მისამართი: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ თელავის ქუჩა #20

 

17:00 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფრანგი მწერლისა და ჰუმანისტის ფრანსუა რაბლეს (1494-1553) ქართულ ენაზე თარგმნილი წიგნის „გარგანტუა და პანტაგრუელი“ პრეზენტაცია გაიმართება.

მისამართი: კულტურის სამინისტრო, სანაპიროს ქუჩა #4

მასალების გადაბეჭდვის წესი