ახალი ამბები

პუტინის თქმით, თუ მარგველაშვილი მოისურვებს, შეხვდება

10 თებერვალი, 2014 •
პუტინის თქმით, თუ მარგველაშვილი მოისურვებს, შეხვდება

“რა სისულელეა [ოლიმპიადის გახსნის დღეს ნაჩვენები საქართველოს რუკაზე ნისლის შესახებ], არ არის საჭირო რაიმეს გამოგონება უსაფუძვლოდ. ძალიან გვიხარია, რომ საქართველოდან ნაკრები ჩამოვიდა. უფრო მეტიც, მივიჩნევ, რომ ეს კარგი ნიშანი და ის შემთხვევა, როდესაც ოლიმპიური თამაშები ხელს უწყობს ურთიერთობებს მაშინ, როდესაც ეს შეუძლებლად ჩანს. მაგრამ თქვენ იცით, რომ რეგულარული ავიამიმოსვლაა ახლა თბილისი- სოჭის მიმართულებით, და ოლიმპიადის შემდეგაც ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ პრაქტიკას შევინარჩუნებთ. ამიტომ, ეს უკვე არის პლუსი ოლიმპიური თამაშების. წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ნაკრებს, ისინი ძალიან კარგად ასპარეზობენ ზაფუხლის ოლიმპიადებზე, განსაკუთრებით ძიუდოში ქართული ნაკრები არის ერთ-ერთი ლიდერი და წარმატებას ვუსურვებთ მათ,”- აცხადებს პუტინი.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, შეხვდება თუ არა ის საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, პუტინი პასუხობს, რომ თუ ის თავად მოისურვებს [მარგველაშვილი], შეხვდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი