პატრიარქთან და სხვა სასულიერო პირებთან შეხვედრა მედიისთვის მისი დაწყებიდან 5 წუთში დაიხურა.
როგორც შეხვედრამდე პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მახათას მთაზე ტაძრის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და მიმდინარე წლის სექტემბრის დასაწყისში, სავარაუდოდ, გადაიხურება.
“სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. ამ მომენტისათვის, დაახლოებით, 45%-ია აშენებული. 18 მეტრის სიმაღლეზეა ეკლესია აყვანილი,”- აცახდებს ბურჭულაძე.
მისივე განმარტებით, ეკლესიის მშენებლობისათვის ყოველთვიური შემოწირულობების ოდენობა დაახლოებით, 250 ათასი ლარს შეადგენს.
“დღეს ყველა ჩვენგანისთვის არის ძალიან დიდი პატივი ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობა. მასში გაერთიანებული არიან როგორც ძალიან ღრმად მორწმუნე ადამიანები, ასევე ნაკლებად მორწმუნე, და აგრეთვე ადამიანები, რომლებსაც აქვთ მატერიალური შესაძლებლობა, და რომლებსაც არ აქვთ,”- განაცადა ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა, დავით ლორთქიფანიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
საპატრიარქოში იმყოფებოდნენ ასევე, მწერალი, გურამ დოჩანაშვილი, მხატვარი, რუსუდან ფეტვიაშვილი, მწერალი ლაშა თაბუკაშვილი.
თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ეკლესიის მშენებლობა 2012 წელს დაიწყო.











