ახალი ამბები

შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

10 თებერვალი, 2014 •
შსს-მ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 5 პირი დააკავა

გამოძიების ინფორმაცით, დაკავებულებს ურთიერთობა ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, აქტიურად ასრულებდნენ მათ დავალებებს და აღიარებენ ე.წ. ქურდულ სამყაროს.

შსს–ს ცნობით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და ბინების ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: ბლოკნოტი მოქალაქეთა მონაცემებით, თანხა – 10 000 ლარი, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის ავტომატი, „მაუზერის“სისტემის პისტოლეტი და 107 საბრძოლო ვაზნა.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 223-პრიმა მუხლით და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).   

მასალების გადაბეჭდვის წესი