ახალი ამბები

აქცია: “დაიკავე ვაკის პარკი” Vol 2 [ფოტო]

9 თებერვალი, 2014 •
აქცია: “დაიკავე ვაკის პარკი”  Vol 2 [ფოტო]

დღევანდელ აქციაზე უფასო ბაზრობაც მოეწყო წარწერთ “ნამდვილი უფასო ბაზრობა”, შეკრებილები ადგილზე ამზადებდნენ სენდვიჩებს, ბატიბუტს და თამაშებით ერთობოდნენ. აქციის ორგანიზატორია “პარტიზანული მებაღეობა”, რომელიც მოქალაქეთა ნაწილთან ერთად უკვე თვეზე მეტია ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. მათი მთავარი პრეტენზია თბილისის მერიისკენ არის მიმართული. მშენებარე სასტუმროსთან დაკავშირებულ ფაქტებს და მხარეების არგუმენტებს შეგიძლიათ ამ სტატიაში გაეცნოთ.

“პარტიზან მებაღეებს” მორიგეობაც კი აქვთ დაწესებული და ტერიტორიას არასდროს ტოვებენ. მსგავსი აქცია სხვადასხვა სოციალური აქტივობებით 19 იანვარსაც გაიმართა. 

ფოტო: მარიამ ნიკურაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი