ახალი ამბები

ბრიტანელი მყვინთავი, რომელიც ტაილანდელი ბავშვების გადარჩენაში მონაწილეობდა, მასკს უჩივის

16 ივლისი, 2018 • 8268
ბრიტანელი მყვინთავი, რომელიც ტაილანდელი ბავშვების გადარჩენაში მონაწილეობდა, მასკს უჩივის

ბრიტანელი მყვინთავი, რომელიც ტაილანდელი ბავშვების მღვიმიდან გმაოსაყვანად სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, ილონ მასკს უჩივის. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “The Guardian” წერს. Space X-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა 63 წლის ვერნონ ანსვორფი ტვიტერზე გააკრიტიკა და მას პედოფილი უწოდა.

მილიარდერის გაღიზიანება მყვინთავის ინტერივუმ გამოიწვია, სადაც ანსვორფი აკრიტიკებდა მასკის მიერ ბავშვების დახმარების მოტივით შექმნილ მინიწყალქვეშა ხომალდს. ანსვორფი აცხადებდა, რომ მოწყობილობას არ ჰქონდა წარმატების არანაირი შანსი. მან მასკი საკუთარი მიზნებისთვის პიარ ნაბიჯის გადადგმაში დაადანაშაულა:

“მას წარმოდგენა არ ჰქონდა, მღვიმის დერეფნები როგორ გამოიყურება” – აბობს მყვინთავი. მისი თქმით, მასკის ხომალდი ვერ გადალახავდა მღვიმეში არსებულ დაბრკოლებებს.

ამ ინტერვიუდან მალევე ტვიტერის ანგარიშზე მასკმა დაწერა, რომ ვიდეოს გაავრცელებდა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მისი გამოგონება ბავშვებამდე წარმატებით მიაღწევდა. მასკმა თავის პოსტში პირდაპირ ანსვორფს მიმართა – “მაპატიე, პედოფილო (pedo), ეს შენ თვითონ მოითხოვე”.

მას შემდეგ, რაც ტვიტერის მომხმარებლებმა მასკს მიუთითეს, რომ პედოფილს იმ ადამიანს ეძახდა, რომელმაც ტაილანდის მღვიმეში დაკარგული 12 ბავშვი იპოვა, მილიარდელმა უპასუხა – “ავტოგრაფიან დოლარზე დაგენიძლავები, რომ ეს სიმართლეა”. ორივე პოსტი ტვიტერზე ამ დროისთვის წაშლილია.

თავად მყვინთავი აცხადებს, რომ მასკს პირადად არ იცნობს და არასოდეს შეხვედრია. ანსვორფი იმედოვნებს, რომ მასთან შეხვედრა არც არასდროს მოუწევს. გარდიანისთვის მიცემულ ინტერვიუში მყვინთავი ამბობს, რომ ამ სიტუაციამ კარგად გამოაჩინა, როგორი ადამიანია ილონ მასკი. ანსვორფის თქმით, ილონ მასკს უჩივლებს უსაფუძვლო ბრალდებებისთვის.

ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა ყველა ბავშვი გადაარჩინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი