ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა ყველა ბავშვი გადაარჩინეს
სამდღიანი სამაშველო ოპერაცია ტაილანდში დასრულდა. როგორც ტაილანდის საზღვაო ძალები ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე წერს, მაშველებმა მღვიმიდან თორმეტივე ბავშვისა და მათი მწვრთნელის გამოყვანა შეძლეს. სპეციალისტები მუშაობას მხოლოდ ღამით წყვეტდნენ, რათა მღვიმეში განთავსებული ჟანგბადის კაფსულები აევსოთ. მაშველები დაკარგულებს 23 ივნისიდან ეძებდნენ. მოზარდებს მღვიმეში 18 დღის გატარება მოუხდათ. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების და მათი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. … Continue reading ტაილანდში სამაშველო ოპერაცია დასრულდა, მაშველებმა ყველა ბავშვი გადაარჩინეს
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed