ახალი ამბები

დავით უსუფაშვილმა არასაპარლამენტო ოპზიციასთან შეხვედრისას საარჩევნო საკითხები განიხილა

9 თებერვალი, 2014 •
დავით უსუფაშვილმა არასაპარლამენტო ოპზიციასთან შეხვედრისას საარჩევნო საკითხები განიხილა

დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრისას მხარეები სხვადასხვა საკითხებზე შეთანხმდნენი, რომელიც პარლამენტში შესულ კანონპროექტშიც აისახება. 

 

“ის პირები, ის პოლიტიკური პარტიები, რომელთა მოსაზრებებიც სრულად ვერ იქნა გათვალისწინებული, გამოთქვამენ უკამყოფილებას. თუმცა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ამ უკმაყოფილებათა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა იმიტომ, რომ სხვადასხვა მიმართულებით, ეს შეეხება რეგიონულ ტელევიზიებში საეთერო დროს, ეს შეეხება გარკვეულ ფინანსურ საკითხებს იმ პარტიებისთვის და ბლოკებისთვის, ვინც სერიოზულ შედეგს აჩვენებს მომავალ არჩევნებში და სხვა საკითხებს. ჩვენ შევაჯერეთ პოზიციები, საბოლოო გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის ვადაში იქნება მიღებული და დარწმუნებული ვარ, რომ ცვლილებების ის ვერსია, რომელიც პარლამენტშია შესული, უკეთესობისკენ გაუმჯობესდება რამდენიმე საკითხში”- განაცხადა დავით უსუსფაშვილმა. 

 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, შეხვედრისას სხვა საკითხებთან ერთად  ასევე განიხილეს საარჩევნო კამპანიის  შემდეგ კომპენსაციების საკითხი. ძიძიგურის შეფასებით, საარჩევნო თემებზე შეთანხმების მიღწევა რეალური ჩანს. 

 

“ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ოპტიმისტურად განაწყო:

 

“დღევანდელი საუბარი ოპტიმისტურად განმაწყობს, რომ რაღაც კონკრეტულზე შევთანხმდეთ, სხვაგვარად დარჩება იგივე საარჩევნო კოდექსი და მე ვფიქრობ, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ეს ტვირთი გააზრებული და გაცნობიერებული აქვს”. 

 

მომავალი შეხვედრა 17 თებერვალს გაიმართება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი