განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, ერთი ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა 6 მოსწავლისაგან შემდგარი საქართველოს ნაკრები გუნდი მათემატიკის 59-ე საერთაშორისო ოლიმპიადიდან.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის გამარჯვებული ნაკრები დაკომპლექტებული იყო კომაროვის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეებით: საბა ლეფსვერიძე, ნიკა ბირკაძე, თემო თოლორაია, სანდრო ხოხიაშვილი, დიმა კორკოტაშვილი და ლუკა მუშკუდიანი. მათგან საბა ლეფსვერიძე გახდა ვერცხლის მედლის მფლობელი, ხოლო დანარჩენმა მოსწავლეებმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაში წელს 107 ქვეყნის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენა და 252–დან 212 ქულა მოიპოვა. გუნდურ ჩათვლაში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრებმა 133 ქულა დააგროვა და 27-ე ადგილი დაიკავა.
გუნდს ხელმძღვანელობდნენ ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ- პროფესორი, ლიდერი, გიორგი ჭელიძე, თანალიდერი – ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი, გივი ნადიბაიძე, ასისტენტი – აღნიშნული ოლიმპიადის IMO 2017 წლის ოქროს მედალოსანი (ინდივიდუალური შედეგი მე-5 ადგილი 630 მოსწავლეს შორის) ალექსანდრე საათაშვილი.
სამინისტროს ცნობით, მათემატიკის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისათვის საქართველოს ნაკრები გუნდის წევრები შეირჩნენ 2018 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და შესარჩევი ტურების შედეგად.
ფესტივალი 7-14 ივლისს რუმინეთის ქ. კლუჟ ნაპოკაში გაიმართა.