საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს უკვე მიმართა. მარი ნარჩემაშვილის განცხადებით, დაშვებულია ფაქტობრივი შეცდომა, რომელიც აღმოიფხვრება. საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საკითხის სრულად გამორკვევის შემდეგ ინფორმაციას გაავრცელებენ.
სოჭის ზამთრის ოლიმპიადის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, რუსეთის ფედერაციის სახელით მოასპარეზე მარიკა პერტახიას პროფილზე, დაბადების ადგილის გრაფაში წერია, რომ ათლეტი რუსეთში, კონკრეტულად კი გალშია დაბადებული, ასევე მითითებულია, რომ მარიკა პერტახია აფხაზეთის რესპუბლიკაში, გალის რაიონში დაიბადა.





