ახალი ამბები

ბიძინა ივანიშვილი: ეკლესიას სიყვარულით ვაკრიტიკებ

9 თებერვალი, 2014 •
ბიძინა ივანიშვილი: ეკლესიას სიყვარულით ვაკრიტიკებ

“მე გულწრფელობის იმიტომ არ მეშინია, რომ კეთილგანწყობილია. მე უდიდეს პატივს ვცემ ეკლესიას, არანკლებად ნებისმიერ პატრიოტზე. ამიტომაც ვიტოვებ ამ უფლებას მე. მტრულად კი არ ვაკრიტიკებ, სიყვარულით. მე მიყვარს პატრიარქი, უზომოდ პატივს ვცემ, ამიტომ შემიძლია თავს უფლება მივცე, ისეთი ვთქვა, რაც შეიძლება არ მომეწონოს და ესეც გამოვთქვა, მე ეს განწყობა მაქვს”.- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს ის პატრიარქის განცხადებაზე სუროგაციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

 

“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ზოგადად გავაკეთდებდი პატარა რეაქციას. მე უდიდეს პატივ ვცემ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, ქრისიტიანობას, მართლმადიდებლობას, დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და მიყვარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და ხელშეუხებელი. ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,”- აცხადებს ივანიშვილი. 

 

ივანიშვილის თქმით, ეკლესიის ზედმეტად გაფეტიშება თავად ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევს.

 

“ეკლესიაშიც არის იგივე პროცესები, იქაც არის დარღვევები, რაც არის საზოგადოებაში, ისინიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები”, – განაცხადა ივანიშვილმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი