ახალი ამბები

საქართველომ პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 34:9 დაამარცხა

8 თებერვალი, 2014 •
საქართველომ პორტუგალიის მორაგბეთა ნაკრები ანგარიშით 34:9 დაამარცხა

შეხვედრა ლისაბონის უნივერსიტეტის სტადიონზე გაიმართა, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლი გადასცემდა.

შეხვედრამდე ერთი დღით ადრე  საქართველოს ნაკრების 23=კაციან შემადგენლობაში ცვლილება განხორციელდა,  რომლის მიხედვითაც ბექა წიკლაურმა და თამაზ მჭედლიძემ ადგილები გაცვალეს.


შემდეგ მატჩს საქართველოს რაგბის ნაკრები თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, რუსეთის მორაგბეთა ნაკრებთან გამართავს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი