ახალი ამბები

ქუთაისში რეაბილიტირებული შენობის ნაწილის ჩამონგრევისას 19 წლის ბიჭი დაშავდა

8 თებერვალი, 2014 •
ქუთაისში რეაბილიტირებული შენობის ნაწილის ჩამონგრევისას 19 წლის ბიჭი დაშავდა

ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა “ნეტგაზეთთან” საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია იმ დროს მოხდა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს  ქუთაისის ცენტრალური უბნის განახლება განხორციელდა.

 

ქუთაისის მერის მოადგილის, ნოდარ მიქიაშვილის განცხადებით, შენობის ე.წ. “კარნიზი” ჩამოინგრა:

 

“ეს შენობა კერძო საკუთრებაა, აშკარად ეტყობა დათვალიერებით, რომ უხარისხოდაა გაკეთებული. ალბათ, შესაბამისი ორგანოები შეისწავლიან საკითხს”.- განაცხადა მან “რუსთავი 2”-თან საუბრისას. 

 

შემთხვევისას დაზარალებული 19 წლის ბიჭი ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის, გივი კოჭლამაზაშვილის განცხადებით, მისი მდგომარეობა ამჟამად მძიმეა:

 

“ქალა-ტვინის ტრავმაა სისხლჩაქცევით, ჰემატომამ გამოიწვია სუნთქვის გაძნელება, ამის გამო პაციენტი გადაყვანილია ხელოვნურ სუნთქვაზე, იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და მკურნალობა საჭიროების ადეკვატურად მიმდინარეობს”.

 

მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერჯერობით ცნობილი არ არის და დეტალების დადგენის შემდეგ ქუთაისის მერია განცხადებას გაავრცელებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი