ახალი ამბები

მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტი მაშველებმა ჩამოიყვანეს

15 ივლისი, 2018 • 1672
მყინვარწვერის დასალაშქრად წასული ტურისტი მაშველებმა ჩამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  სტეფანწმინდა – მყინვარწვერის დასალაშქრად წასული და დაშავებული ტურისტები სამთო მაშველებმა ჩამოიყვანეს.

უწყების ცნობით, ტურისტების ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, პოლონეთის 22 წლის მოქალაქემ, ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე, ე.წ. ნაპრალში ჩავარდნის შედეგად  დაზიანებები მიიღო.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი