ახალი ამბები

ფანჯიკიძე: თიბილოვი და ანქვაბი მოწვეულთა ოფიციალურ სიაში არ ყოფილან

8 თებერვალი, 2014 •
ფანჯიკიძე: თიბილოვი და ანქვაბი მოწვეულთა ოფიციალურ სიაში არ ყოფილან

“ოფიციალურ სიაში ისინი არ ყოფილან, ჩვენ ინფორმაცია გადავამოწმეთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ასევევ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში. მოწვეულთა ოფიციალურ სიაში ისინი არ ყოფილან, შესაბამისად, ყველანაირი აჟიოტაჟი ამის თაობაზე მიმაჩნია ზედმეტად, რადგან ყველას აქვს უფლება, როგორც კერძო პირს ჩავიდეს სადაც უნდა და ესაა სწორედ ეს შემთხვევა”.- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა, კომენტარი გააკეთა საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როცა საქართველოს დელეგაცია  საქართველოს დროშით გამოვიდა ოლიმპიადაზე. საქართველოს რუკაზე აფხაზეთის და ცხინვალის ტერიტორია ნისლით იყო დაფარული:

 

” მე, სამწუხაროდ, ამის ნახვის საშუალება ტელევიზორში არ მქონია და ვნახე მხოლოდ ფეისბუქზე, არ ვიცი სხვა დროშები როგორ იყო და ეს ღრუბელი როგორ შეიძლება აიხსნას. თუ მაჩვენებთ, როგორ იყო სხვა ქვეყნები, ტყუილად გეცინებათ, ქართველი ერის სახელით მოლაპარაკე ახალგაზრდავ, ერთი რამ ვიცი, რომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე საქართველოს რუკა იყო ისეთი, როგორიც არის საქართველოს რუკა. ინგლისური და ქართული წარწერებით და ამაზე კომენტარებიც ვნახე ჟურნალისტების მხრიდან, რომ რუსეთმა აღიარა საქართველოს მთლიანობა. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც პროვოკაცია”- განაცხადა ფანჯიკიძემ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი