ახალი ამბები

გახარია: თუ პოლიციელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, დატოვებს პოლიციის რიგებს

14 ივლისი, 2018 • 2026
გახარია: თუ პოლიციელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი, დატოვებს პოლიციის რიგებს

შსს-ს მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში 14 ივლისს განაცახადა, რომ თუ პოლიციელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობის ფაქტი,  დატოვებს პოლიციის რიგებს.

“როცა საქმე ეხებოდა ოჯახურ ძალადობას და იყო აზრი, რომ სისტემა ოჯახში მოძალადე პოლიციელებს აფარებს ხელს, 12 ივლისს ჩვენ მივიღეთ ბრძანება, რომლის შინაარსიც არის შემდეგი – თუ შსს-ს თანამშრომელს დაუდასტურდება ოჯახში ძალადობა  და ის იქნება ბრალდებული ოჯახურ დანაშაულში, ის ავტომატურად დატოვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს”.

მინისტრის თქმით, პოლიციელებს, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ მოვალეობას, დაუდგებიან გვერდით, თუმცა თუ პოლიციელი დადასტურებულად იქნება დადანაშაულებული, დატოვებს სისტემის რიგებს.

“იმედი მაქვს რომ ამ გზით და გენერალური ინსპექციის გზით შევძლებთ მოქალაქეთა და პოლიციელებს შორის ნდობის აღდგენას და გაღრმავებას”, – განაცხადა გახარიამ პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი