ახალი ამბები

Johnson & Johnson-ს 4.7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს პუდრისგან გამოწვეული კიბოს საქმეზე

14 ივლისი, 2018 • 3110
Johnson & Johnson-ს 4.7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს პუდრისგან გამოწვეული კიბოს საქმეზე

Johnson & Johnson-ს  4.7 მილიარდი დოლარის გადახდა დააკისრეს 22 დაზარალებული ქალის საქმეზე,  რომლებსაც სავარაუდოდ კომპანიის პუდრის გამოყენების შედეგად განუვითარდათ საშვილოსნოს კიბო.

აშშ-ს მისოურის შტატის ჟიურის გადაწყვეტილებით, ამ თანხიდან 550 მილიონი დოლარი დაზარალებულების კონპენსაციაა, ხოლო 4.1 მილიარდი დოლარი სადამსჯელო ღონისძიება პროდუქტისგან გამოწვეული ზიანის გამო.

ბიბისის ცნობით, საქმის განხილვის დროს, რომელიც 6 კვირა გრძელდებოდა, ქალები და მათი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ საბავშვო პუდრის ხანგრძლივი გამოყენების შედეგად განივითარდათ. საქმე ეხება  22 ქალს, მათგან 6 საშვილოსნოს კიბოთი უკვე გარდაცვლილია.

მათი ადვოკატები კომპანიას ადანაშაულებდნენ იმაში, რომ კომპანიამ ჯერ კიდევ 1970 წლებიდან იცოდა, რომ პუდრი აზბესტს შეიცავდა, მაგრამ კლიენტები ამ საფრთხის შესახებ არ გააფრთხილეს.

Johnson & Johnson -ი ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ფარმაცევტულ კომპანიას საბავშვო პუდრის გამო სულ 9000 სამართლებრივი დავა აქვს.

იწვევს თუ არა ტალკის მოხმარება საშვილოსნოს კიბოს

მასალების გადაბეჭდვის წესი