ახალი ამბები

სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში გზები და ნაკვეთები დააზიანა

14 ივლისი, 2018 • 1539
სტიქიამ ონის მუნიციპალიტეტში გზები და ნაკვეთები დააზიანა

14 ივლისს მოსულმა უხვმა ნალექის გამო ონის მუნიციპალიტეტის სოფელი ღების ნაწილი, რომელშიც 50-60 კომლი ცხოვრობს, მოწყვეტილია რაიონულ ცენტრს.

უხვმა ნალექმა მდინარე რიონისა და ჩვეშურის წყლის დონის მატებამ,  რამაც დააზიანა სოფლის შიდა გზები, მოსახლეობის კუთვნილი საკარმიდამო ნაკვეთები, ნაპირსამაგრი ჯებირები, სახიდე გადასასვლელი, რაიონულ ცენტრს მოწყვეტილია სოფლელი ღების ნაწილი, 50-60 კომლი.

ამ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის ცნობით, ადგილზე  შესაბამისი ტექნიკის მობილიზება ხდება და წყლის დონის დაკლებისთანავე დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-17 ივლისს მოსალოდნელია უხვი ნალექი და მეწყერული პროცესების გააქტიურება მაღალმთიან ზონებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი