ახალი ამბები

ინტიმური ვიდეოთი შანტაჟის და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

14 ივლისი, 2018 • 2409
ინტიმური ვიდეოთი შანტაჟის და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

შსს-ს ს ცნობით, პირადი ცხოვრების  საიდუმლოს ხელყოფისა და გამოძალვის ბრალდებით მარნეულში აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

1979 წელს დაბადებულ ს.ზ. -ს ბრალდება 4-დან 7 წლამდეპატიმრობას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ მარნეულში დროებით მცხოვრები ს.ზ. პროსტიტუციით იყო დაკავებული. მან თურქეთის მოქალაქე, ბიზნესმენ ა.ა.-სთან ინტიმური ურთიერთობა გადაიღო, რათა შანტაჟის გზით, აღნიშნული პირისგან დიდი ოდენობით ფული მიეღო. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების სოციალურ ქსელში გავრცელების მუქარით, ს.ზ.-მ ბიზნესმენისგან ფულის  გამოძალვა განიზრახა. პოლიციამ ს.ზ. ფულის გადაცემის მომენტში დააკავა”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-გამოყენებისა და მსხვერპლის სახელის გამტეხი ცნობის გავრცელების მუქარით გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მასალების გადაბეჭდვის წესი