ახალი ამბები

გაბრიელ ბერის საფლავს ფერისცვალების ტაძარში გადაიტანენ

7 თებერვალი, 2014 •
გაბრიელ ბერის საფლავს ფერისცვალების ტაძარში გადაიტანენ

“მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა 4–კაციანი კომისია: 3 მღვლდემთავარი და მე გახლავართ ამ კომისიის წევრები, რომელსაც დაევალა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, რადგანაც გადასვენების პროცესი რთული პროცედურაა, ამიტომ, მაქსიმუმ ერთ თვეში მოგვარდება ყველაფერი და მამა გაბრიელი ფერისცვალების მთავარ ტაძარში იქნება გადასვენებული. როგორც მოგეხსენებათ, მისი საფლავი ჯერ ეზოში მდებარეობს და მოხდება ტაძარში გადასვენება. ამ ჯგუფს გვავალია საორგანიზაციო საკითხების მოგვარება”, – აცხადებს ბოტკოველი.

 

ნეტგაზეთის კითხვას, რატომ ხდება გაბრიელ ბერის გადასვენება ეზოდან ტაძარში, ბოტკოველი პასუხობის, რომ ამის შესახებ სინოდის განჩინებაშია საუბარი:

 

“სინოდის განჩინება, რომელიც 2012 წელს შედგა და რომლითაც მამა გაბრიელის კანონიზაცია მოხდა. განჩინებაში წერია, რომ შეირაცხოს იგი წმინდანად, ეწოდოს ბერი გაბრიელი აღმსარებელი–სალოსი და მოხდეს მისი საფლავის გახსნა და გადასვნება მთავარ ტაძარში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი