შეხვედრის დროს ჯანდაცვის სამინისტროს წამორმადგენლობამ დელეგაციას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარზე, რა პრეპარატებია დარეგისტირებული, რა რაოდენობის იმპორტი ხორციელედება, რომელი ქვეყნებიდან, ვინ არიან ფარმაცევტულ ბაზარზე ლიდერები და ა.შ.
“ვცდილობთ მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეთ შეხვედრები მოვაწყოთ, ქართულ ბაზარს ვსწავლობთ და შორს მიმავალი გეგმებიც გვაქვს, “- განაცხადა მედიასთან საუაბრში ინდოეთის ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელმა აბჯაი ჰუმარ სინჰამ.
ინდური კომპანიები, რომლებიც საქართველოში მედიკამენტების იმპორტით არიან დაინტერესებული, ძირითადად ბიოინჟინერიით წარმოებული პრეპარატებს აწარმოებენ, – ისეთ პრეპარატებს, რომლებიც სხვადასხვა ქრონიკული დაავადების, მაგალითად, C ჰეპატიტის ან შაქრიანი დიაბეტის [ინსულინი] დროს გამოიყენება.
ინდოეთში წარმოებული აღნიშნული პრეპარატებით, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენელი, ზაზა ჩაფიძე აცხადებს, მსოფლიოს განვითარებად ქვეყნების დაახლოებით 70% მარაგდება.
“მათი შემოტანის შემთხვევაში, ამ მედიკამენტების ფასი ხარისხთან შედარებით გაცილებით დაბალი იქნება,”- აცხადებს ზაზა ჩაფიძე.
მისივე განმარტებით, საქართველოში ინდური წარმოების მედიკამენტები უკვე არის წარმოდგენილი, დარეგისტირებული მედიკამენტების დაახლოებით 16%-მდე უკავია და იმპორტირებული წამლების მთლიანი მოცულობით გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.




