10:00 საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა გაიმართება.
11:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში” საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი საქართველოს სამთავრობო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საექსპერტო საზოგადოების მონაწილეობით, მრგვალ მაგიდას გამართავს.
თემა: “ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესი და მასთან დაკავშირებული გამოწვევები”
11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სოჭის ოლიმპიადა.
11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერი დავით ბერძენიშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით დარჩიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
12:00 სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივა” ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით კონფერენციას გამართავს.
12:00 “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12.00 საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეები თბილისის მერის მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს შეხვდებიან.
თემა: 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი.
12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
12:30 “პირველი პრესკლუბის” სტუმარი “ქართული დასის” ლიდერი ჯონდი ბაღათურია იქნება.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
12:45 საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვევა.
13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ყრილობა.
13:00 “პირველ პრესკლუბში” პარტია “საქართველოს გზის” ლიდერი თემურ მურვანიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობა. მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
13:30 “პირველ პრესკლუბში” “დემოკრატიული მოძრაობის” წევრი ირაკლი ჭყოიძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა; რატომ ავრცელებს დეზინფორმაციას ინტერფაქციული ჯგუფის ხელმძღვანელობა?!
მის: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
საკონტაქტო პირი ლიკა რამიშვილი – 595 03 77 22
13:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “საკუთრების უფლებადამცველთა გაერთიანების” დამფუძნებელი მამუკა ტუშკაძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: პატიმრობის შესახებ ახალი კოდექსი, უდოს კომისია.
14:00 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში თბილისში განთავსებული სააფთიაქო დაწესებულებების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება.
საკონტაქტო: ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ნანა ნამგალაური – 599 42-79-79
14:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: უკრაინაში მიმდინარე პროცესები, სოჭის ოლიმპიადა, ე.წ. მუხროვანის ამბოხება.
14:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გოგი თოფაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკურ საკითხები და სოჭის ოლიმპიადა.
14:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს (EUGBჩ) წარმომადგენლებს შეხვდება.
14:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში საზოგადოებრივ – პოლიტიკური გაერთიანება “უფალია ჩვენი სიმართლე”-ს თავმჯდომარე მიხეილ (გელა) სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია ბრიფინგს გამართავენ.
თემა: საქართველოში 1992–2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის პოლიტიკური შეფასება, პოლიტიკური ხელმძღვანელობის საქმიანობა.
16:00 სახალხო დამცველი ქუთაისში ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდება.
17:00 საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენა “მუზეუმი ექსპოზიციის მიღმა” გაიხსნება.
მის: შოთა რუსთაველის გამზ. #11
18:00 “ფრონტლაინ კლუბში”, ფონდი “ღია საზოგადოება -საქართველო” და მწერალი ლაშა ბუღაძე წიგნად გამოცემული რადიოგადაცემების ციკლის “დიალოგი ცენზურაზე” პრეზენტაციას გამართავენ.
მის: ლადო ასათიანის (ყოფილი ენგელსი) ქ. #62
19:00 კარლო კაჭარავას წიგნის “მგზავრობის ანგელოსის” პრეზენტაცია გაიმართება
მისამართი: მაღაზია Book City, მელიქიშვილის #21




