“სურსათის ეროვნულ სააგენტოში ჯანმრთელობისა და მომხმარებელთა დაცვის გენერალური დირექტორატის (DG SANCO) ევროპის კომისიის RASFF-ის სწრაფი საგანგაშო შეტყობინების სისტემით შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანეთში, ფირმა ALJUAN S.L.-ის მიერ წარმოებული სამზარეულოს დამხმარე ე.წ. კულინარული ნიჩბიდან ფიქსირდება (ფერადი) არომატული ამინების მიგრაციის ფაქტი. სურსათთან შეხებისას აღიშნული ნივთიერების შემცვლელი ნივთის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის,”- ავრცელებს განცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
როგორც განცხადებაში წერია, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მე-10 და 22-ე მუხლების თანახმად, სურსათის ეროვნული სააგენტო აფრთხილებს მოსახლეობას, არ გამოიყენოს ე.წ. სამზარეულოს აღნიშნული კულინარული ნიჩაბი.
სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში სულ შემოვიდა 48 ცალი სამი ფერის ნიჩაბი (Artikel #45459), რომლის შემომტანია შ.პ.ს. „ევრო პლიუსი“ და აღნიშნული ნივთები თბილისში პეკინის #27-სა და ჭავჭავაძის #22-ში მდებარე მაღაზია „ჩიბოს“, ქსელში გაიყიდა.





