ახალი ამბები

ვიდეო ▶ ყვითელი და ლურჯი ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახნენ

13 ივლისი, 2018 • 3285
ვიდეო ▶ ყვითელი და ლურჯი ავტობუსები ერთმანეთს დაეჯახნენ

ცოტა ხნის წინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ყვითელი და ლურჯი ავტობუსები დაეჯახნენ ერთმანეთს, რის შედეგადაც მინიმუმ ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც სასწრაფომ გადაიყვანა საავადმყოფოში.

თვითმხილველის ინფორმაციით, სასწრაფო დახამრების 2 ჯგუფი და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ადგილზე მალევე მივიდნენ. მგზავრები, რომლებიც თავს კარგად გრძნობდნენ, როგორც თვითმხილველი ამბობს, მომდევნო N37 ავტობუსში გადასხდნენ.

ნეტგაზეთი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს დაუკავშირდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი