ახალი ამბები

იაგლანდი: საქართველო სწორ გზაზე დგას, თუმცა გამოწვევები რჩება

6 თებერვალი, 2014 • • 871
იაგლანდი: საქართველო სწორ გზაზე დგას, თუმცა გამოწვევები რჩება

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე იაგლანდისა და მაია ფანჯიკიძის გამოსვლების შემდეგ მათი ერთობლივი პრესკონფერენციაც გაიმართა. 

 

სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე სულ 17 მილიონი ევრო დაიხარჯება, რომლის ნაწილიც ევროკავშირის ერთობლივი პროექტებიდან დაფინანსდება, ხოლო ნაწილი- შემოწირულებებისაგან, რომელსაც ევროსაბჭო სხვადასხვა ფონდიდან თუ სახელმწიფოსაგან იღებს:

 

“გამოწვევები, რა თქმა უნდა, რჩება და რეფორმების საჭირობა დღის წესრიგში კვლავ დგას. ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად. ხელისუფლების ნებაა, რომ ჩატარდეს შესაბამისი და საჭირო რეფორმები, რომელიც გაწერილია სამოქმედო გეგმაში. ეს გეგმა მოიცავას 34 პროექტს 17 მილიონი ევროს ბიუჯეტით. აღნიშნული გეგმა დაემთხვა საქართველოს 15–წლიან იუბილეს ევროსაბჭოში გაწევრიანების. საქართველომ გაიარა დემოკრატიული არჩევნების პროცესი, შეიცვალა, ხელისუფლება, პრეზიდენტი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების გარემოში. ეს გახლავთ ძალიან კარგი ნიშანი. ასევე ჩვენ ველოდებით, რომ გაზაფხულზე არჩევნები მსგავსი მიდგომით ჩტარდება. ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას განვაცხადო, რომ საქართველო რეალურად სწორ გზაზე დგას. რა თქმა უნდა, მეტია გასაკეთებელი, მაგრამ ყველა ევროპულ ქვეყანაში არსებობს რეფორმათა საჭიროება, არა მარტო საქართველოში. ამიტომაც შევქმენით ეს სამოქმედო გეგმა”, – განაცხადა იაგლანდმა.

 

სამოქმედო გეგმა სულ 9 სფეროს მოიცავს, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეწყობას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობის გაზრდას, პენიტენციურ სისტემასა და პოლიციის რეფორმას, მედიას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, კარგ მმართველობას, ადგილობრივ დემოკრატიას, შემწყანრებლობას და ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკას, ნდობის აღდგენის მექანიზმებს. 

 

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებს განახორციელებს ევროპის საბჭო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, მათ შორის სამინისტროებთან, ომბუდსმენის ოფისთან, პროფესიულ ორგანიზაციებთან და სამოქალაქო ორგანიზაციებთან ერთად.

 

სამოქმედო გეგმაში საუბარია საკონონმდებლო ცვლილებებზე და კონკრეტულ პროექტების განხორციელებაზე.

 

ტორბიორნ იაგლანდი
ტორბიორნ იაგლანდი

მასალების გადაბეჭდვის წესი