ახალი ამბები

ბოტკოველი: პატრიარქის დავალებით ივანიშვილის განცხადებას არ ვპასუხობთ

6 თებერვალი, 2014 •
ბოტკოველი: პატრიარქის დავალებით ივანიშვილის განცხადებას არ ვპასუხობთ

ბოტკოველის განცხადებით, ილია მეორის დავალებაა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე კომენტარი არ გააკეთონ. 

 

” ეს იყო მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა და დავალება ჩვენთვის, რომ ოფიციალური პოზიცია ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასებებთან დაკავშირებით, რომელიც მან პრესკონფერენციაზე გააჟღერა, არ გაგვეკეთებინა”- განაცხდა ბოტკოველმა 

 

მედიასაშუალებაში “საქართველო და მსოფლიო” გამოქვეყნდა წერილი მამა მიქაელ ბოტკოველის სახელით, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ეხმაურება. მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, მას ეს განცხადება არ გაუკეთებია. 

 

“არა, რა თქმა უნდა. მე ამ წუთში დავადგინე ნომერი ამ გამომცემლობის და მე მათ აუცილებლად დავუკავშირდები. მსგავსი განცხადება მე არ გამიკეთებია”,- განაცხადა მან. 

 

ბიძინა ივანიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის “მოქალაქე” პრეზენტაციაზე განაცხდა, რომ ეკლესიის ზედმეტად გაფეტიშება თავად ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევს.

 

“ეკლესიაშიც არის იგივე პროცესები, იქაც არის დარღვევები, რაც არის საზოგადოებაში, ისინიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები”, – განაცხადა ივანიშვილმა.  

 

კითხვაზე, რას ფიქრობს ბიძინა ივანიშვილი პატრიარქის განცხადებაზე სუროგაციასთან დაკავშირებით, ის ამბობს, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.

 

“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ზოგადად გავაკეთდებდი პატარა რეაქციას. მე უდიდეს პატივ ვცემ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, ქრისიტიანობას, მართლმადიდებლობას, დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და მიყვარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და ხელშეუხებელი. ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ ამაზე ღიად. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,”- აცხადებს ივანიშვილი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი