ახალი ამბები

შსს-მ საგარეჯოს რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

6 თებერვალი, 2014 •
შსს-მ საგარეჯოს რაიონში განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

გამოძიების ინფორმაციით, წარსულში ორჯერ ნასამართლევმა ზურაბ ტ-მ 2014 წლის 2 თებერვალს, ღამით, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში, ანდრია შ-ს საცხოვრებელ სახლში, 1971 წელს დაბადებულ თეონა ც-ს ურთიერთშელაპარაკებისას სხეულის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

თეონა ც. მიყენებული დაზიანებებისგან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. დანაშაულს შეესწრო ანდრია შ, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

სამართალდამცველებმა ზურაბ ტ. სოფელ სარფში, ხოლო ანდრია შ. თელავში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ზურაბ ტ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ზურაბ ტ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის, ხოლო ანდრია შ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი