ახალი ამბები

ირაკლი ზაქარეიშვილი გირგვლიანის საქმეზე “შოკისმომგვრელ” ახალ გარემოებებზე საუბრობს

5 თებერვალი, 2014 •
ირაკლი ზაქარეიშვილი გირგვლიანის საქმეზე “შოკისმომგვრელ” ახალ გარემოებებზე საუბრობს

როგორც ზაქარეიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, გამოძიების პროცესში გამოკვეთილი ახალი გარემოებების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებს იმ მიზეზის გამო, რომ გამოძიების აღნიშნულ ეტაპზე მათი გასაჯაროვების შესახებ ხელწერილით არის გაფრთხილებული.

 

რაც შეეხება ლევან ბუხაიძეს, ირაკლი ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გამოსარკვევია, როგორია ლევან ბუხაიძისა და თბილისის მთავარი სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელობის როლი გირგვლიანის საქმეში. 

“მიმაჩნია, რომ ამ საქმეში მას საკუთარი როლი და ფუნქცია აშინებს და მისი გააქტიურებაც ამით არის გამოწვეული. ლევან ბუხაიძის მიერ გამოძიების სხვადასხვა ეტაპზე მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი და საქმის გარემოებებთან შეუსაბამო ჩვენებები უტყუარად მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ, როგორც მინიმუმ, მის ინტერესებში არ შედის სიმართლის დადგენა,”- ამბობს ზაქარეიშვილი. 


მისივე თქმით, ის იმედოვნებს, რომ უახლოეს პერიოდში ლევან ბუხაიძეს და სხვა პირებს ბევრ რამეზე მოუწევთ პასუხის გაცემა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი